
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სრ დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით. მხარეებმა ერთმანეთს მიულოცეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე და ხაზი გაუსვეს, რომ ორ ხალხს საერთო ისტორია აკავშირებს.
სრ პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სომხეთი დიდად არის დაინტერესებული რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებით, ამიტომ იგი უაღრესად აფასებს საქართველოს დაინტერესებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით.

ალენ სიმონიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, აგრძელებს რა ექსპანსიონისტურ პოლიტიკას, 13 სექტემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.
რაც შეეხება არცახის საკითხს, სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და თავისუფლებების და მთიანი ყარაბაღის სტატუსის გარანტიის საკითხი რჩება უმთავრესად.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გუშინ თბილი სატელეფონო საუბარი ჰქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და განაცხადა, რომ სომხეთ-ქართული ურთიერთობები ახლა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. მისი თქმით, ამას მოწმობს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების სიხშირე და მშვიდობის მოსაძებნად საერთო ძალისხმევა.