საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ – ხაჭაპურიძე

,,მთავარი არხი” წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ ცოტა ხანში. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მესამე პრეზიდენტის დღევანდელ ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით, რომელიც დილით გავრცელდა.
ხაჭაპურიძე კლინიკა ვივა მედში იმყოფება, სადაც როგორც თავად თქვა, დეტალებს გაარკვევს.
არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე – ამ შინაარსის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დღეს გავრცელდა.