პოლიტიკა

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა სომხეთს მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს

ტუნისში, ჯერბაში გამართული ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-18 სამიტის შედეგად, 20 ნოემბერს მიიღეს არაერთი დოკუმენტი, მათ შორის რეზოლუცია “ფრანკოფონიის ზონაში კრიზისული სიტუაციების, მათი დაძლევისა და მშვიდობის განმტკიცების შესახებ”. რომლითაც წევრი ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ მხარდაჭერას და სოლიდარობას სომხეთის მიმართ. https://factor.am/580710.html?f

“არმენპრესის” ცნობით, რეზოლუცია კონკრეტულად სოლიდარობას უცხადებს ფრანკოფონიის წევრ სომხეთს და ამ კონტექსტში გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ბოლოდროინდელი სამხედრო ესკალაციის გამო (აზერბაიჯანის აგრესია სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ), განსაკუთრებით ამის შედეგად საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით. ორგანიზაცია მოუწოდებს მხარეებს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გამოიყენონ მაქსიმალური ძალისხმევა პრობლემების მოლაპარაკებების გზით, მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის ჩათვლით, გაეროს წესდების შესაბამისად და ცეცხლის შეწყვეტის მკაცრი პატივისცემისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ხაზს უსვამს ახალი ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას და მოუწოდებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების სრული განხორციელებისკენ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევით. რეზოლუცია ასევე ეხება ჰუმანიტარულ საკითხებს. ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას გადაუჭრელ ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედთან დაკავშირებით. ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია  ასევე გამოხატავს შეშფოთებას კულტურული მემკვიდრეობის განადგურებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს იუნესკოს მისიის განხორციელებას მთიან ყარაბაღსა და მეზობელ რაიონებში. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ფრანკოფონიის ჯერბას დეკლარაციასთან ერთად, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მადლობას უხდიან სომხეთს ფრანკოფონიის სამიტის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობისთვის და სოლიდარობას უცხადებენ სომხეთს უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

ნახეთ მეტი
Back to top button