მთავარიპოლიტიკა

ეს შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს  სექტემბრის აგრესიის შემდეგ პირველია არსებული ფორმატით: მირზოიანი კუხო-ს  პარტნიორებს

ერევანში დაწყებულ კუხო-ს  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე პარტნიორებს მიესალმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.  ამის შესახებ იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი.

„ხვალ გაიმართება კუხო-ს  საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის მორიგი ერთობლივი სხდომა. ჩვენ განვიხილავთ ბევრ საკვანძო  საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის და  ზოგადად, კუხო-სთვის.  ეს შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ეს არის პირველი მიმდინარე ფორმატში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მიერ განხორციელდა აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუხო-ს  დღის წესრიგში 20-მდე დოკუმენტია, რომელიც ეხება საგარეო პოლიტიკის კოორდინაციას, სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას, ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებს და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას.

„პროექტებისა და საკითხების უმეტესობა უკვე შეთანხმებულია. გუშინ და დღეს მომრიგებელი კომისია სტანისლავ ზასის ხელმძღვანელობით მუშაობდა. ვიმედოვნებ, რომ გვექნება აზრების ეფექტური გაცვლა და წინადადება შემომაქვს დავიწყოთ მუშაობა“,  – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button