სრ თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა 22 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ კომპლექსში მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკ რუსლან ჟაქსილიკოვის ხელმძღვანელობით.
https://armenpress.am/arm/news/1097888.html?
როგორც “არმენპრესს” განუცხადეს სრ თავდაცვის სამინისტროში, თანამოსაუბრეებმა, მიესალმნენ და მაღალი შეფასება მისცეს რა სომხეთ-ყაზახეთის ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს, ისაუბრეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისა და გაფართოების შესაძლებლობებზე.
სურენ პაპიკიანმა წარმოადგინა აზერბაიჯანის ბოლო სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება.
განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.
თავდაცვის მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს სომხეთისა და ყაზახეთის არმიაში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს რუსლან ჟაქსილიკოვმა თავისი კოლეგა სურენ პაპიკიანი ყაზახეთის რესპუბლიკაში მიიწვია.