საზოგადოება

“ყოველ მისვლაზე სულ უფრო გამხდარი მხვდება” – მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოინახულა

,,მეტრონომი.გე” წერს, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესებულ მდგომარეობაშია და ყოველ მისვლაზე ბევრად გამხდარი ხვდება.

„რეალურად რაც მე ვიცი და რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი მისი ჯანმრთელობა მუდმივად გაუარესებულ მდგომარეობაშია. ყოველ მისვლაზე სულ უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული მხვდება და ბოლო რამდენიმე მისვლაა ლოგინში წევს. ადრე ასე არ იყო.

არავინ არ მიიღოს ეს როგორც ღირსების შელახვა, ჩვენი ქვეყანა არ არის საკმარისად განვითარებული და შესაბამისად, სამედიცინო სამსახური არ არის ისე განვითარებული როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ვერ ისმება ყველა დიაგნოზი ჩვენს ქვეყანაში და ყველანაირი რეაბილიტაცია და მკურნალობა აქ ვერ ხერხდება“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ნახეთ მეტი
Back to top button