საზოგადოება

საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას – მეუფე შიო

,,მთავარი არხი” წერს, რომ “…წმინდა გიორგისთვის იესო ქრისტე იყო ერთადერთი გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. მან არ იცოდა სხვა გზა, მას არ სურდა სხვა გზით სიარული და ვერაფერმა შეაშინა იგი და ვერ დააბრკოლა. იგი შეუდგა ამ გზას და იარა ამ გზაზე. ამისთვის ვეთაყვანებით ჩვენ მას, ამისთვის გვიყვარს ჩვენ იგი, ამისთვისაა იგი ესოდენ განდიდებული ჩვენს ეკლესიაში, ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. თქვენ იცით, რომ საქართველოში განსაკუთრებული თაყვანისცემა და სიყვარულია წმინდა გიორგის მიმართ. ჩვენს სახელმწიფო გერბზეც კი არის ის გამოსახული, როგორც ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ქვეყნისა, იმიტომ, რომ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას – საქართველოც ეწამა ქრისტესთვის, ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და საქართველოც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, დადიოდა ყოველთვის ამ ჭეშმარიტების გზით, ქრისტეს ეკლესიის ერთგულების გზით, რამაც მოგვიყვანა და გადაგვარჩინა დღემდე. ასე რომ, დღევანდელი დღესასწაულის ჩვენ მიერ აღნიშვნა არის ერთგვარი მოწოდებაც, რომ ჩვენი შემდგომი გზაც უნდა იყოს ქრისტეს ერთგულება, მისი მსახურება და წმინდა ეკლესიის ერთგულება. ღმერთმა დაგლოცოთ. “

თქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

ნახეთ მეტი
Back to top button