საზოგადოება

კილომეტრიანი რიგები ზემო ლარსში –  სომეხი მძღოლების სიგნალი და პრეტენზია

სომხეთს რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, სტფანწმინდა-ლარსი, ხშირად უქმნის პრობლემებს მძღოლებს. ზემო ლარსის საგუშაგო დღეებია გადაკეტილია.

თუ ადრე პრობლემა ძირითადად ამინდის პირობებითა და ვიწრო გზის გამო აიხსნებოდა, ახლა მათ რუსეთის ფედერაციიდან ემიგრაციაც დაემატა. ბევრი რუსი აგრძელებს ქვეყნის დატოვებას საქართველოს გავლით, რათა თავიდან აიცილოს ნაწილობრივი გაწვევა. ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ კი სიტუაცია უფრო გართულდა. რუსულმა მხარემ გაამკაცრა კონტროლი საგუშაგოზე.

ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი სომხეთიდან რუსეთში გადის საქართველოზე, სტეფანწმინდა-ლარსის გზატკეცილზე. არახელსაყრელი ამინდის პირობები, ინსპექტირების გამკაცრება, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები, ყოველივე ამას  რეგულარულად აწყდებიან  სომეიხ ექსპორტიორები. ლარსისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია, საცობებია, მძღოლები კვირაობით  გზებზე რჩებიან დატვირთული მანქანებით, საქონელი ფუჭდება.  

არსებული პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტაზე ხაზგასმით, მეორე დღეს მოსკოვში რუსეთის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელთან ვლადიმერ ბულავინთან შეხვედრაზე, ზედა ლარსში არსებული ვითარება განიხილეს  სომხეთის ელჩმა  რუსეთში აშოტ მურადიანმა, სშკ  თავმჯდომარის მოადგილემ ვაღარშაკ ჰარუთიუნიანმა. მხარეებმა ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრეს, რომლის დასრულების შემდეგ  მეწარმე  სუბიექტები  დროის მოთხოვნების შესაბამისად მომსახურებას მიიღებენ.

ნახეთ მეტი
Back to top button