საზოგადოება

ზურაბიშვილმა 15 მსჯავრდებული შეიწყალა

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს 15 მსჯავრდებული შეიწყალა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული პირი გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის, 2 მსჯავრდებული ქალია, ხოლო 6 მსჯავრდებულს მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

ნახეთ მეტი
Back to top button