ეკონომიკა

საფრანგეთის განვითარების სააგენტო ერევანში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

სომხეთის რესპუბლიკასა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გადაეცემა. თანამშრომლობის მზარდი მოცულობის გათვალისწინებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ გადაწყვიტა ერევანში მუდმივი წარმომადგენლობის გახსნა.

https://armenpress.am/arm/news/1098063.html?

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა.

მისივე თქმით, ეს თანხა 20 წლით არის გათვალისწინებული და მისი მიღება ორი ნაწილადაა შესაძლებელი. „ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ ერთდროულად ორის მისაღებად. ჩვენ ვგეგმავთ განაცხადის შეტანას და მინიმუმ ერთის მიღებას მიმდინარე წლის ბოლოს“, – განაცხადა მან.

 ჩვენ ასევე მოვიწონეთ კანონპროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კიდევ 100 მილიონი დოლარის მხარდაჭერის თანხების გამოყოფის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button