მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ფაშინიანსა და ალიევს შორის მოლაპარაკებებს

საფრანგეთი მხარს უჭერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის მოლაპარაკებებს. წერს ,,რია ნოვოსტი” საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

https://factor.am/583181.html?

„საფრანგეთი, ისევე როგორც ადრე, სრულად არის მოწოდებული მხარი დაუჭიროს მიმდინარე მოლაპარაკებებს ბრიუსელში, პრაღასა და ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, უპასუხა რა კითხვას, აპირებს თუ არა საფრანგეთი შესთავაზოს ვარიანტები ფაშინიანსა და ალიევს შეხვედრებისთვის, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მონაწილეობით. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ უარს ამბობს 7 დეკემბერს ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაში მონაწილეობაზე. „ბრიუსელში შეხვედრა 7 დეკემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა, გუშინ ჰიქმეტ ჰაჯიევმა მაცნობა, რომ მას დაუკავშირდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ოფისი და აცნობა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დათანხმდება შეხვედრას მხოლოდ იმ პირობით, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. ეს ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება“, – განაცხადა ალიევმა.

ნახეთ მეტი
Back to top button