საზოგადოება

რუსეთის ფედერაციის 14 ათას მოქალაქეს სურს მიიღოს სრ მოქალაქეობა. მათი უმრავლესობა სომეხია

რუსეთის ფედერაციის 14 ათას 661-მა მოქალაქემ სომხეთის მოქალაქეობის თაობაზე განცხადება სრ პოლიციაში შეიტანა. განმცხადებელთა დიდი უმრავლესობა, 97%, სომხები არიან. ეს მონაცემები პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურმა „ჰეთქის“ წერილობითი მოთხოვნის საპასუხოდ მოგვაწოდა.

https://hetq.am/hy/article/150617?

„ჰეთქმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ სომხეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსეთის არაერთი მოქალაქე მიმართავს პოლიციის საპასპორტო და სავიზო განყოფილებას.

სამართალდამცავი ორგანოს მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, 19 630 განცხადება შემოვიდა სრ მოქალაქეობის მიღების მიზნით. განმცხადებელთა აბსოლუტური უმრავლესობა, 19 019, სომეხია.

მონაცემების შესწავლამ აჩვენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, მარტში დაფიქსირდა განცხადებების მკვეთრი ზრდა სრ მოქალაქეობის მისაღებად. თუ იანვარსა და თებერვალში სრ მოქალაქეობის მისაღებად მიმართა 643-მა და 892-მა ადამიანმა, მაშინ მარტში: 1670, აპრილში: 2154, მაისში: 2180, ივნისში: 2378, ივლისში: 2645, აგვისტოში: 2363, სექტემბერში: 2449, 1 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე – 2256 ადამიანმა.

19,630 აპლიკანტის გეოგრაფია, რომლებმაც წელს მოითხოვეს სრ მოქალაქეობა, ასეთია: რუსეთის მოქალაქეები: 14661 ადამიანი, საქართველოს მოქალაქეები: 1715 ადამიანი, ლიბანის მოქალაქეები: 1045 ადამიანი, სირიის მოქალაქეები: 528 ადამიანი, ირანის მოქალაქეები: 456 ადამიანი, აშშ-ს მოქალაქეები: 220, უკრაინის მოქალაქეები: 225 ადამიანი და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

გასულ წელს 8591 განაცხადი შემოვიდა სრ მოქალაქეობის მისაღებად, 2020 წელს კი 7869 განაცხადი.

ნახეთ მეტი
Back to top button