პოლიტიკა
ორგანიზაცია „ჰაი დატ“-ის კომიტეტმა მოუწოდა აშშ-ს კონგრესს, გამოყოს 50 მილიონი დოლარის დახმარება არცახისთვის

ამერიკის ორგანიზაცია „ჰაი დატ“-ის კომიტეტი მოუწოდებს ამერიკელ კანონმდებლებს, წლის ბოლოს განსახილველ ხარჯთა პაკეტში შეიტანონ 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება არცახისთვის.https://hy.armradio.am/2022/11/30/%
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ბობ მენენდესისადმი მიწერილ წერილში, ამერიკის ორგანიზაცია „ჰაი დატ“-ის კომიტეტის თავმჯდომარემ, რაფი ჰამბარიანმა მას მადლობა გადაუხადა ამერიკელი სომეხი თემისა და კოალიციის პარტნიორების სახელით აშშ-ს პოლიტიკის შესახებ ბოლო მოსმენისთვის.
სექტემბერში, კონგრესმენმა პალონმა და ნევადის კონგრესმენმა დინა ტიტუსმა, კონგრესის 45-ზე მეტი წევრის მხარდაჭერით, მიმართეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რისკის ქვეშ მყოფი არცახისათვის მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფის მიმართულებით“.