პოლიტიკა

სომხეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი დაჰპირდა დახმარებას აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირებაში 

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ მენენდესმა თქვა, რომ აშშ-ს ელჩებმა სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონებში მყოფ ქვეყნების ელჩებმა, უნდა ეძებონ სიმართლე, რათა მათ, როგორც პოლიტიკოსებმა, გადაწყვიტონ, რა ღონისძიებები  გამართონ  ამ სიმართლესთან  დაკავშირებით.  ამის შესახებ მენენდესმა ელჩობის კანდიდატების დამტკიცების საკითხზე მოსმენისას  განაცხადა.

მენენდესმა წამოჭრა საკითხი აზერბაიჯანელების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის შესახებ. მოპასუხე მხარედ გამოცხადდა აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი, რომელიც ამჟამად რუსეთში აშშ-ის ელჩის კანდიდატია.

ტრეისიმ აღნიშნა, რომ სომეხი ქალი ჯარისკაცის ცხედრის შეურაცხყოფის ამსახველი ვიდეოს ნახვის შემდეგ დაუკავშირდა სომხეთის უფლებადამცველს ქრისტინე გრიგორიანს. ამ და სხვა ვიდეოების ავთენტურობა ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა გადაამოწმა.

„ჩვენი მიზანი ახლა არის ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების  პასუხისგებაში მიცემა… ჩვენ ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს შევატყობინეთ“, – თქვა ლინ ტრეისიმ.

„ჩვენმა ელჩებმა, განსაკუთრებით კონფლიქტურ ზონებში მყოფებმა, უნდა დაიცვან სიმართლე, რათა ჩვენ, როგორც პოლიტიკის შემქმნელებმა გადავწყვიტოთ, რა ვუყოთ ამ სიმართლეს“, თქვა მენენდესმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ არ არის ანგარიშვალდებულება, არ არსებობს სამართლიანობა.

მოსმენის დროს მენენდესმა კითხვები სომხეთში აშშ-ის ელჩის კანდიდატს კრისტინა ქუინსაც დაუსვა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების მკვლელობა და წამება, ისევე როგორც სხვა სამხედრო დანაშაულებები, და კითხა, უხელმძღვანელებს თუ არა ელჩობის კანდიდატი საელჩოს მცდელობებს,  აზერბაიჯანის ბოლო აგრესიის დროს სომხების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სისასტიკის დოკუმენტირების მიმართულებით.

”მე ვნახე ზოგიერთი ის საშინელი ვიდეო  და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დავეხმარო მათ დოკუმენტირებას, თუ ამას სომხური მხარე ითხოვს”, – უპასუხა კრისტინა ქუინმა.

საპასუხოდ მენენდესმა განაცხადა, რომ სომხური მხარე მიმართავს თუ არა ეს არ არის არსებითი, მნიშვნელოვანია რომ  ამ საკითხში ამერიკულმა მხარემ აქტიურობა გამოიჩინოს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ახორციელებენ თუ არა აზერბაიჯანელები ამ ქმედებებს, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თავისუფლების მხარდაჭერის აქტში 907-ე შესწორება უნდა იქნას მიღებული თუ არა.  მსურს დაინიშნოს ელჩი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული იმაში, რომ დაგვეხმაროს იმის დადგენაში, სწორია თუ არა ეს ტყვეთა სიკვდილის დასჯის ვიდეოჩანაწერები, ისევე როგორც  სხვა ქმედებები და შეძლებს თუ არა ის სახელმწიფო დეპარტამენტს და ამ კომიტეტს უთხრას, მართლები არიან თუ მტყუანები“.  – თქვა მენენდესმა.

სომხეთში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე პასუხისმგებელმი პირნი იქნენ მიცენული პასუხისგებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button