პოლიტიკა

ბაქო აპირებს ლაჩინის დერეფნის დახურვას-  სომხეთის პარლამენტის სპიკერი

პარლამენტის სპიკერმა  ალენ სიმონიანმა კუხო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ ბაქო აპირებს დახუროს ლაჩინის დერეფანი, რომელიც აკავშირებს სომხეთსა და მთიან ყარაბაღს. „აზერბაიჯანმა დაიწყო განცხადებები იმის შესახებ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა აღარ არსებობს, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის ძირძველი სომეხი მოსახლეობის კონცეფცია არ არსებობს.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, ბაქო ბოიკოტს უცხადებს და უარყოფს საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას, ხდება თავდასხმები რუს სამშვიდობოებზე, რომელთა მანდატი აზერბაიჯანს არ დაუდასტურებია. „აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ ასევე მოსთხოვა რუს სამშვიდობოებს, არ გამოიყენონ სახელწოდება „მთიანი  ყარაბაღი“ და სომხური ადგილების სახელები. ბოლო დღეებში კი აზერბაიჯანული მხარის  პროვოკაციები გაიზარდა“, – განაცხადა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button