მთავარისაზოგადოება

დღეს დამანგრეველი მიწისძვრიდან 34 წელი შესრულდა

დღეს სპიტაკში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრიდან 34 წელი შესრულდა. 1988 წ. 7 დეკემბერს სომხეთში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. იგი მოიცავდა რესპუბლიკის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს, მისი ტერიტორიის დაახლოებით 40%-ს. წამებში მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა ქალაქები: სპიტაკი, ლენინაკანი, კიროვაკანი, სტეფანავანი, სპიტაკის, ახურიანის, გუგარქის, არაგაწის, კალინინოს, სტეფანავანის ასზე მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი. დაიღუპა 25000-ზე მეტი ადამიანი, 500000 დარჩა უსახლკაროდ. მწყობრიდან გამოვიდა საცხოვრებელი ფართის 17%, დაახლოებით 8 მილიონი კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. 170-მა სამრეწველო საწარმომ შეწყვიტა ფუნქციონირება, დაინგრა 1200-მდე ფერმა.

მიწისძვრის პირველივე საათებიდან დიასპორელი სომხები გაერთიანდნენ და მრავალმხრივი დახმარება გაუწიეს თანამემამულეებს. მათ მიერ შეიქმნა „SOS Armeni“, „აზნაური სომხეთს“ და ათობით სხვა ორგანიზაცია. ბევრი დიასპორელი სომეხი ჩამოვიდა სამშობლოში, თან ჩამოიტანა საკვები, ტანსაცმელი, წამალი.

ბევრი მათგანი – ექიმი, ფსიქოლოგი, მშენებელი, არქიტექტორი – დარჩა სომხეთში და უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში. კატასტროფა განიცადა იუგოსლავიიდან დასახმარებლად წამოსულმა თვითმფრინავმა და მისი 7 კაციანი ეკიპაჟი ერევნის მისადგომებთან დაიღუპა. სომეხი ხალხი ყოველთვის დაიცავს მათ ხსოვნას. სომხეთის დახმარებას შემდგომ წლებშიც აგრძელებდა სხვადასხვა ქვეყნები. იტალიელებმა სპიტაკში ააშენეს მთელი საცხოვრებელი უბანი, ნორვეგიელებმა ააშენეს თანამედროვე საავადმყოფო, რომელიც ატარებს  სომეხი ხალხის დიდი მოყვარული ფ. ნანსენის სახელს. ავსტრიელებმა ააგეს უბანი. გიუმრიში ამოქმედდა ინგლისელების მიერ აშენებული სკოლა, რომლის გახსნას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი დაესწრო.

ნახეთ მეტი
Back to top button