მთავარიპოლიტიკა

ირანს სომხეთისთვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები არ გადაუცია  – თავდაცვის სამინისტრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ხმები, რომ ირანმა სომხეთს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა და 600 რაკეტა გადასცა.

„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას“, – განუცხადა სომხეთის საზოგადოებრივ რადიოს თავდაცვის სამინისტროს მდივანმა არამ თოროსიანმა.

გუშინ აზერბაიჯანული მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ „ირანსა და სომხეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის უფრო და უფრო შოკისმომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი“, კერძოდ,  „სარწმუნო წყაროების მიხედვით, ოქტომბრის ბოლოს ირანმა ფარულად გაგზავნა 600 ირანული წარმოების რაკეტა სომხეთში“.

ნახეთ მეტი
Back to top button