
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდებიან ბიშკეკში გამართული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. ამის შესახებ “არმენპრესი” სააგენტო “რია ნოვოსტიზე” დაყრდნობით წერს.
https://armenpress.am/arm/news/1099180.html?
9 დეკემბერს ბიშკეკში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტი გაიმართება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრება. 2023 წლის 1 იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკური სამიტის თავმჯდომარეობა რუსეთს გადაეცემა.
დაგეგმილია ერთი ორმხრივი შეხვედრა, ეს იქნება საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან“, – განაცხადა უშაკოვმა ბრიფინგზე.