მთავარიპოლიტიკა

სომხეთი მუშაობს ტექსტზე და მალე გადასცემს აზერბაიჯანს. არმენ გრიგორიანი სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ

უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აზერბაიჯანისგან მიღებულ ტექსტზე მუშაობას განაგრძობენ. „ვმუშაობთ, რომ  ტექსტი ჩვენი მოსაზრებებით დავუბრუნოთ აზერბაიჯანს და უახლოეს მომავალში მოვაწყოთ შეხვედრა. სომხეთი ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ წლის ბოლომდე ჰქონდეს სამშვიდობო შეთანხმება“.

https://www.radar.am/hy/news/politics-2540916034/?

„ახლა, რაც უფრო ახლოს ვართ წლის ბოლომდე, ძნელია იმის თქმა, რომ ის დასრულდება წლის ბოლომდე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ეს მუშაობის შედეგებზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა გრიგორიანმა.

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მალე აზერბაიჯანს გადასცემს ტექსტის რედაქტირებულ ვერსიას.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ ხერხდება სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, სრ-ს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ამბობს, რომ სომხეთმა ამ მიმართულებით მთელი ძალისხმევა ჩადო.

ნახეთ მეტი
Back to top button