მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას ხმარობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად. ტოივო კლაარი

ევროკავშირი აქტიურ ძალისხმევას ხმარობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის ატმოსფეროს შესაქმნელად, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ TRT მსოფლიო ფორუმის ფარგლებში განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.

https://armenpress.am/arm/news/1099342.html?

“არსებობს რეალური სურვილი და შესაძლებლობა მშვიდობის მისაღწევად. მაგრამ 30 წლიანი კონფლიქტის შემდეგ, ნდობის ჩამოყალიბებას დიდი ძალისხმევა სჭირდება”, – ციტირებს კლაარი TRT World Forum-ის Twitter-ის გვერდი.

მისი თქმით, ევროკავშირმა ინტენსიურად იმუშავა აზერბაიჯანთან და სომხეთთან ამ ნდობის გასამყარებლად, მაგრამ გაცილებით მეტია საჭირო.

კლაარის თქმით, ორივე მხარის ლიდერობაა საჭირო და საუბარია არა მხოლოდ ორი სახელმწიფოს მეთაურის ძალისხმევაზე, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს შორის ნდობის შესაქმნელად მიმართულ ზომებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button