შერი იმყოფებოდა სომხეთის მიერ ოსკარზე წარდგენილი ფილმის “ავრორას გარიჟრაჟის” სპეციალურ ჩვენებაზე

ოსკარის, გრემის, ოქროს გლობუსის მფლობელი, ამერიკელი სომეხი პოპ-მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი და მუსიკალური პროდიუსერი შერ (შირლინ სარქისიანი) 7 დეკემბერს დაესწრო ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმის “ავრორას გარიჟრაჟის” სპეციალურ ჩვენებას ლოს-ანჯელესის IPic Westwood-ის თეატრში. როგორც “არმენპრესი”-სთვის სომხეთის ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ გზავნილიდან ირკვევა, მსოფლიო ვარსკვლავმა ფილმს წარმატება უსურვა.
https://armenpress.am/arm/news/1099258.html?
ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ კინორეჟისორი ინა საჰაკიანი და ამერიკელი პროდიუსერი ერიკ ესრაელიანი.
სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გადაღებული ანიმაციურ-დოკუმენტური ფილმი „ავრორას გარიჟრაჟი“ სომხეთ-გერმანია-ლიტვის ერთობლივი პროდუქციაა. მას ასევე მხარიდაუჭირა უდიდესმა ევროპულმა კინოფონდმა, EURIMAGE (სომხეთი, როგორც უმრავლესობის თანაპროდიუსერი).
ამერიკული კინოაკადემიის 95-ე “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოდგენილი სომხური ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ინა საჰაკიანია, პროდიუსერები ვარდან ჰოვჰანნისიანი, კრისტიან ბიცი, იუსტი მიხაილინაიტი არიან. ფილმი შეიქმნა „ზორიანის“ ინსტიტუტის სამეცნიერო მხარდაჭერით და სომხების გენოციდის ზეპირი ისტორიის არქივის საფუძველზე.
ფილმში წარმოდგენილია ავრორა მარდიგანიანის ოდისეა სომეხთა გენოციდის გადარჩენიდან ჰოლივუდის ვარსკვლავად გახდომამდე. ჰოლივუდის უხმო ფილმში რეინკარნაციისას, მოზარდი გოგონა იმეორებს გენოციდის საშინელებებს, რათა მსოფლიოს მოუთხროს სომხების გენოციდის შესახებ.