წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა ომის დროს აზერბაიჯანის მიერ ფოსფორის ბომბის გამოყენების ფაქტი – არცახის პროკურატურა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ 2020 წლია 27 სექტემბრიდან არცახის რესპუბლიკის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის გარემოებების გამოძიების მიზნით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევებთან ერთად, არცახის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმეები. რომელთაგან წინასაგამოძიებო ორგანომ ამოიღო მრავალი აუფეთქებელი ჭურვი და ჭურვის ნარჩენები და დაინიშნა ექსპერტიზა.
არცახის პროკურატურიდან „არმპრესს“ აცნობეს (https://armenpress.am/arm/news/ )
რომ მარტუნის ქალაქ არცახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი აუფეთქებელი რაკეტა და მისგან მიღებული ნიმუშები საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებელმა ექსპერტიზაზე გადასცა. დამოუკიდებელი საექსპერტო ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნის მიხედვით (დასკვნა მიღებულია 07.12.2022 წ.) დადასტურდა, რომ ეს არის თეთრი ფოსფორისგან შემდგარი ფოსფორიანი საბრძოლო მასალა.
საბრძოლო მასალის აღმოჩენის, განეიტრალებისა და სინჯის აღების მთელი პროცესი ჩატარდა სპეციალისტების მონაწილეობით, ფიქსირებული ვიდეოჩანაწერით, კვლევის საგანი და საგამოცდო მასალები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება წარედგინოს საერთაშორისო ექსპერტების კვლევას.
ამრიგად, საექსპერტო კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ 2020წ. 44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქიმიური იარაღით უშუალოდ მიზანში ამოიღეს ის დასახლებები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია მასობრივი განადგურება და დიდი რაოდენობით ადამიანური დანაკარგები, ტანჯვა და ზიანი (არსებობს არაერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც მოწმობს ქიმიური ნივთიერების გამოყენებას. იარაღი გამოიცა ომის დროს და მის შემდეგ). ამ გზით აზერბაიჯანმა უხეშად დაარღვია ჟენევის კონვენციის 35-ე მუხლი (პროტოკოლი 1), რომლის მიხედვითაც:
„1. ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კონფლიქტის მხარეთა უფლება აირჩიონ ომის მეთოდები და საშუალებები შეუზღუდავი არ არის.
2. აკრძალულია ისეთი იარაღის, ჭურვების, მასალების, აგრეთვე ომის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ზიანი ან გადაჭარბებული ტანჯვა.
3. აკრძალულია ომის ისეთი მეთოდების ან საშუალებების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია გარემოსთვის ფართომასშტაბიანი, ხანგრძლივი და სერიოზული ზიანის მიყენებისათვის ან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამოიწვევს ასეთ ზარალს“.