მთავარიპოლიტიკა

ხელი მოეწერა აზერბაიჯანის აგრესიის დამგმობ დეკლარაციას

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 9 დეკემბერს, მარსელში, დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაიკ ჰარუთიუნიანი, არაერთი შეხვედრა გამართა ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან.

სახელმწიფოს მეთაურმა პირადი საუბარი გამართა ბუშ დი რონის დეპარტამენტის საბჭოს თავმჯდომარე მარტინ ვასალთან, შემდეგ შეხვედრა ფართო ფორმატში გაგრძელდა დეპარტამენტის საბჭოს წარმომადგენლების მონაწილეობით.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დამსწრეებს 2020 წლის 23 ოქტომბერს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის სასწრაფო საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესახებ დადგენილებაზე, რომელიც  მიღებული იქნა არცახის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დროს.

არაიკ ჰარუთუნიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღესაც აქტიურად აგრძელებენ არცახის მოსახლეობის ინტერესების დაცვას.

შემდეგ გაიმართა შეხვედრა პროვანსის ალპ კოტ-დ’აზურის რეგიონის პრეზიდენტთან, რენო მუზელიერთან.

არაიკ ჰარუთიუნიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ადმინისტრაციულ რეგიონებთან თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, არცახის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პროვანს-ალპ-კოტ-დაზურის რეგიონულ საბჭოს 2020 წლის 17 დეკემბერს არცახის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი ნაბიჯი, როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით.

შეხვედრისას მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც გმობს აზერბაიჯანის აგრესიას არცახისა და სომხეთის მიმართ და მხარს უჭერს არცახის ხალხის განუყოფელ უფლებებს, განსაკუთრებით თვითგამორკვევის უფლებას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მხოლოდ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებით, ყველა მხარის ინტერესების პატივისცემით მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ახალი გვერდი შეიძლება გადაიშალოს რეგიონში. ამავდროულად, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს დაგმოს აზერბაიჯანი ომის დანაშაულებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აზერბაიჯანში პოლიტპატიმრებისა და სამხედრო ტყვეების დაპატიმრებისთვის.

პრეზიდენტ ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემდეგი შეხვედრა მარსელის მერთან, ბენუა პაიანთან შედგა.

განიხილეს დეცენტრალიზებული თანამშრომლობის საკითხები არცახის რეგიონებთან და თემებთან. მერმა პაიანმა დაარწმუნა, რომ გააგრძელებს ყველა შესაძლო ძალისხმევას არცახში მიმართული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების გასაზრდელად.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა სრ გენერალური კონსული მარსელში, ქველმოქმედი ვარდან სირმაკეში.

ნახეთ მეტი
Back to top button