მთავარიპოლიტიკა

„ამით შეურაცხყოფას ვერ მომაყენებენ“ – ფაშინიანი მათ შესახებ, ვინც მას „თურქს“ ეძახის

სომხთის  პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  ფორუმზე „გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ“  შეეხო  სიძულვილის ენას. როგორც „რადარ.ამ“-ი წერს, (https://radar.am/hy/news/politics-2541632392/ ) ფაშინიანის აზრით, სომხეთში აუცილებელია შეწყდეს ნებისმიერი ეროვნების სახელების გამოყენება ადამიანის შეურაცხყოფის მიზნით, მათ შორის პოლიტიკური კონკურენტებისა თუ ოპონენტების მიერაც. „ასეთი რამ არის სომხეთში, მაგალითად, თუ უნდათ ვინმეს ყველაზე ძალიან  ატკინონ, ამის გაკეთების  მარტივ გზას ირჩევენ: ეუბნებიან  „შენ თურქოო“. მე, იმ ადამიანმა, რომელსაც ცნობილი გარემოებების გამო, ეს იარლიყი მიაწებეს,  მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი შეურაცხყოფა სულსა და გულს ურჩევნიათ  – მე ამას შეურაცხყოფად არ ვღებულობ“.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ იგივე ითქმის აზერბაიჯანშიც, როდესაც სიტყვა „სომეხი“ ყველაზე შეურაცხმყოფელ გამოთქმად გამოიყენება. „ეს რეალობა აზერბაიჯანშიც არსებობს. ვინმეს შეურაცხყოფისთვის, თუნდაც ყველაზე უკანასკნელი სახის გინება,  რომელსაც ჩვენს რეგიონში „მომაკვდინებელი“ ეფექტი აქვს, ისე ეფექტურად არ „მუშაობს“, როგორც როცა ვინმეს „სომეხს“ უწოდებენ.

ფაშინიანის თქმით, მთავრობების დონეზე  უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ვეგუებით იმას, რომ ეროვნების განმსაზღვრელი სიტყვა  შეურაცხყოფად იქნას გამოყენებული.

მისი თქმით, არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყოს დისკუსია სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში.

„იდეა ახალი არ არის, საკმაოდ ძველია, ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ ვთავაზობდი, რომ ეს პლატფორმა, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რეგიონიდან სიძულვილის ენის აღმოფხვრის მიმართულებით გამოიყენებოდეს. ქვეყნების ლიდერებმა უნდა დაადასტურონ და აღიარონ, რომ ისინი თანახმა არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან სიძულვილის ენის აღმოფხვრის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button