პოლიტიკა

არცახის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გადადგას აქტიური ნაბიჯები აზერბაიჯანის ამბიციების დასასრულებლად

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში გმობს აზერბაიჯანის პროვოკაციულ ნაბიჯს გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზის ჩაკეტვის შესახებ. „არმენპრესის“ (https://armenpress.am/arm/news/1099425.html? ) ცნობით, განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია:

„აზერბაიჯანმა დღეს კიდევ ერთხელ მიმართა პროვოკაციულ ქმედებებს, ჩაკეტა გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზა შუშის მონაკვეთზე.

ეს არის ბაქოს გენოციდური პოლიტიკის მორიგი გამოვლინება, დესტრუქციული და კრიმინალური აქტი, რომელიც მიზნად ისახავს არცახის მოსახლეობის დატერორებას, რეგიონში არასტაბილურობის ატმოსფეროს შექმნას და რუსული სამშვიდობო მისიის საქმიანობის შეფერხებას.

როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანი იჩენს აბსოლუტურ უპატივცემულობას და არათანმიმდევრულ დამოკიდებულებას 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებების მიმართ, კერძოდ, არ იძლევა ლაჩინის დერეფნის გავლით ორივე მიმართულებით მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოების გარანტიას.

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს ოფიციალური ბაქოს მსგავს ქცევას და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გადადგას აქტიური ნაბიჯები, რათა ბოლო მოეღოს აზერბაიჯანის ამბიციებს არცახის სუვერენული ტერიტორიების მიმართ და შექმნას პირობები არცახელი სომხების უფლებების ფუნდამენტური რეალიზაციისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button