პოლიტიკა

არცახი სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისის გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას –  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლაჩინის დერეფანში განხორციელებულ აზერბაიჯანულ პროვოკაციასთან დაკავშირებით სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომელსაც სრულად წარმოგიდგენთ.

„2022 წლის 12 დეკემბრის დილას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელიც გარემოს დაცვის აქტივისტად წარმოადგინეს თავი, შუშის მახლობლად კარვები გაშალეს  და გადაკეტეს.

„ლაჩინის დერეფნის გადაკეტვის პროპაგანდისტული მზადება თვეების წინ დაიწყო და აშკარაა, რომ ეს პროვოკაცია აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოების მიერ იყო ორგანიზებული, რომლის მიზანი იყო მთიანი ყარაბაღის მოკვეთა სომხეთის რესპუბლიკიდან და, შესაბამისად, გარე სამყაროსგან.

ამ ოპერაციის შედეგად მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ჩამოერთვა თავისუფალი გადაადგილების უფლება, მთიანი ყარაბაღი სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისის გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას.

შექმნილი ვითარება პირდაპირ ეწინააღმდეგება 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტს, რომლის მიხედვითაც:

ა) ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკა უზრუნველყოფს მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოებას ლაჩინის დერეფნის გავლით.

ამრიგად, აზერბაიჯანი უხეშად არღვევს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას. აზერბაიჯანის ეს ქცევა არა მხოლოდ ცხადყოფს, რომ არ აქვს განზრახვა შეეხოს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხს და ამ მიზნით სტეფანაკერტთან დიალოგს, არამედ კიდევ ერთხელ მოწმობს ოფიციალური ბაქოს პოლიტიკის გაგრძელებაზე, რასაც მივყავართ  მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ წმენდამდე.

ჩვენ მივმართავთ მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს და წევრ ქვეყნებს, რომ აზერბაიჯანის ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების ან გადატვირთვის აუცილებლობას და ამ მიზნით უახლოეს მომავალში დავიწყებთ კონსულტაციებს საერთაშორისო პარტნიორებთან“.

ნახეთ მეტი
Back to top button