მთავარიპოლიტიკა

დერეფნის დახურვა ნიშნავს 3 განსხვავებული სცენარით მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდისათვის გაწირვას   – პრემიერ მინისტრი

მე-4 გლობალურ ფორუმზე „გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ“ სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ლაჩინის დერეფნის დახურვაზე ისაუბრა. „ლაჩინის დერეფანი არის გენოციდის პრევენციის დერეფანი. ამ დერეფნის დახურვა, ამ დერეფნის აქტივობის შეჩერება ნიშნავს მთიანი ყარაბაღის სომხების გენოციდისათვის გაწირვას 3 განსხვავებული სცენარით“, – განაცხადა მან. ამის შესახებ წერს „რადარ.ამ“ https://radar.am/hy/news/politics-2541632385/

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განმარტა ეს სამი სცენარი. მისი თქმით, პირველი სცენარი შეიძლება იყოს მთიანი სომხებისაგან  წმენდის სცენარი, როდესაც მყ სომხებს არ აქვთ საშუალება იცხოვრონ საკუთარ სახლებში. მან ასევე მიუთითა ჰადრუთის რეგიონზე, სადაც 2020 წლის ომის შემდეგ არცერთი სომეხი არ ცხოვრობს.

შემდეგი სცენარი იდენტობის დაკარგვაა, რასაც ნათლად ადასტურებს აზერბაიჯანის ბრძოლა მთიანი ტარაბაღის ტოპონიმებისა  და ისტორიულ-კულტურული ძეგლების წინააღმდეგ.

ფაშინიანის თქმით, მესამე სცენარი არის ფაქტობრივი ფიზიკური განადგურება, რომლის ნიშნებიც ვნახეთ და დღესაც ვხედავთ.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იყენებს ყველა შესაძლებლობას იმის გასაცხადებლად, რომ მზადაა უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებები და უსაფრთხოება. „მაგრამ საერთაშორისო პლატფორმებზე გაჟღერებული ამ წინადადებების ადრესატი, როგორც ჩანს, საერთაშორისო საზოგადოებაა, მაგრამ არა, ის  ადამიანები, რომლებიც ამ წინადადებების ბენეფიციარები არიან“.

ნახეთ მეტი
Back to top button