მთავარიპოლიტიკა

თურქეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთი სჭირდებათ – პრემიერ მინისტრი

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებს. „მინდა გამოვხატო ჩემი თანხმობა იმ განცხადებასთან, რომელიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა თურქეთში. იდეა იყო, რომ რეგიონის ყველა ქვეყანას, მათ შორის თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, სჭირდებათ ერთმანეთი ამ ქვეყნების უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულაა“. https://radar.am/hy/news/politics

პრემიერის თქმით, არსებობს იდეა, რომ სამხრეთ კავკასიაში დაიწყოს დისკუსია სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ფორმატში. „იდეა ახალი არ არის, საკმაოდ ძველია, ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ ვთავაზობდი, რომ ეს პლატფორმა, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რეგიონიდან სიძულვილის ენის აღმოფხვრის მიმართულებით გამოიყენებოდეს. ქვეყნების ლიდერებმა უნდა განაცხადონ, რომ ისინი თანახმა არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან სიძულვილის ენის გამორიცხვის მიზნით.

ნახეთ მეტი
Back to top button