საერთაშორისო

სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა – ვაშინგტონი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. https://1tv.ge/news/slovaketis-

ამის შესახებ წერილობით კომენტარში დეპარტამენტმა „ამერიკის ხმას“ უთხრა.

“ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას,” – ნათქვამია განცხადებაში.

ხვალ 14 დეკემბერს, სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

წინა სხდომა, რომელიც 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო გადაიდო.სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

ნახეთ მეტი
Back to top button