პოლიტიკა

შეერთებულმა შტატებმა პირველად აზერბაიჯანის საჯარო მოხელეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, პოლიციის პოლკოვნიკ ქერიმ ალიმარდანოვს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა.

https://factor.am/588954.html?

ალიმარდანოვი, რომელიც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი დეპარტამენტის თანამშრომელია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის ბრალდებით სხვადასხვა ქვეყნიდან 40-ზე მეტი ადამიანის სიაში მოხვდა.

7031-ე მუხლის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამოიყენა ალიმარდანოვზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, განსაკუთრებით 2015 და 2016 წლებში დაკავებულთა წამებაში მონაწილეობისთვის. აღსანიშნავია, რომ აშშ პირველად აწესებს სანქციას აზერბაიჯანელი თანამდებობის პირის მიმართ და ზოგადად, ეს პირველი საერთაშორისო სანქციაა აზერბაიჯანელი თანამდებობის პირის მიმართ. ზუსტად არ არის დაკონკრეტებული, რა სახის სანქციებზეა საუბარი, მაგრამ ეს ჩვეულებრივ გულისხმობს აშშ-ში შესვლის აკრძალვას, აშშ-ის ანგარიშებსა და ქონების ჩამორთმევას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შეერთებული შტატების მოთხოვნით მესამე ქვეყნებში სისხლისსამართლებრივი დევნის წინაშე მდგარი პირები შეიძლება დააკავონ. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ზოგიერთი შედარებით დამოუკიდებელი და ოპოზიციური მასმედიის გარდა, ძირითადი სამთავრობო და სახელმწიფო პროპაგანდისტული საინფორმაციო საშუალებები უბრალოდ არ წერენ აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის მიმართ სანქციების გამოყენებაზე.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button