მთავარიპოლიტიკა

ჩვენს რეგიონში გენოციდის საფრთხე განიხილება, როგორც გადაუდებელი პრევენციის ფენომენი – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფორუმზე „გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ“ განაცხადა, რომ შიში იმისა, რომ აზერბაიჯანი გენოციდს გეგმავს, რეალობად იქცევა.

პრემიერის თქმით, ჩვენს რეგიონში გენოციდის საფრთხე და საშიშროება განიხილება, როგორც გადაუდებელი პრევენციის ფენომენი. „ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადამიანი, კერძოდ, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, შეშფოთებულია გენოციდის, როგორც საფრთხის შესახებ. ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ სიგნალს“.

მისი თქმით, ჩანდა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივმა დეკლარაციამ შექმნა მექანიზმები მთიანი ყარაბაღის სომხების პოტენციური გენოციდისგან დასაცავად, მაგრამ უკვე ისე წარიმართა მოვლენები, რომ გაჟღერებულ შეშფოთებები უფრო საგნობრივი ხდებიან.  

ნახეთ მეტი
Back to top button