საზოგადოება

ამ ცივ ზამთრის პირობებში აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვის გამო არცახის გზებზე 270 ბავშვი დარჩა – არცახის  ომბუდსმენი

გზებზე 1100 ადამიანი დარჩა, მათ შორის 270 ბავშვი, რომლებსაც უარი ეთქვათ ოჯახებთან შეერთების უფლებაზე. ამის შესახებ არცახის რესპუბლიკის უფლებადამცველმა გეღამ სტეპანიანმა განაცხადა, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვამდე ერევანში 12 დეკემბერს დაწყებულ მე-4 გლობალურ ფორუმში „გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ“ მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და არცახში დაბრუნებას ვერ ახერხებს. https://armenpress.am/arm/news/1099518.html

„ეს არის აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის, გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი კომპონენტი. იგი ხორციელდება თანმიმდევრულად და სისტემატურად. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევები, არამედ 2020 წლის 9 ნოემბრის შემდეგ დაწესებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების მიზანმიმართული და   განზრახ დარღვევაა“, – ხაზგასმით აღნიშნავს  არცახის ადამიანის უფლებათა  დამცველი.

ნახეთ მეტი
Back to top button