პოლიტიკა

არცახს სიძნელეები ვერ გატეხს – არცახის სახელმწიფო მინისტრი

არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა დღეს მოიწვია კონფერენცია გაფართოებული შემადგენლობით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რესპუბლიკური აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელობა, სტეფანაკერტის მერი და ადმინისტრაციული რეგიონების ხელმძღვანელები.

აზერბაიჯანის სომხეთთან დამაკავშირებელი გზის გადაკეტვის შედეგად შექმნილი ვითარების წარდგენისას, სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ რთული მომენტია, მაგრამ ამავე დროს გამოთქვა რწმენა, რომ არსებული პრობლემები ორგანიზებული და კოორდინირებული მუშაობით უნდა იქნას გადაჭრილი. „შექმნილი რთული ვითარება მოითხოვს ჩვენ გაერთიანებას. ერთადერთი გზა ერთიანობაა. ამ კრიზისის დაძლევა მხოლოდ ერთამენთის გვერდ-გვერდით დგომით არის შესაძლებელი! – განაცხადა რუბენ ვარდანიანმა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული რთული გამოწვევებისა, არ უნდა შეიქმნას  პანიკა და მუშაობა  გაგრძელდეს  სისტემატურად  და პასუხისმგებლობით.   თითოეული  თავის ადგილზე თავის საქმეს უნდა  აკეთებდეს.  მან აღნიშნა, რომ არცახის მოსახლეობა სირთულეებს ღირსეულად, გამძლეობითა და საღი აზრის გამოვლენით უძლებს პანიკური განწყობის გარეშე. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრმა მნიშვნელოვნად მიიჩნია მოსახლეობისთვის ვითარების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება.

რუბენ ვარდანიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არცახში ჰუმანიტარული კრიზისის დიდი საშიშროებაა, მუხლებზე დაჩოქებას არავინ არ აპირებს.

კონსულტაციის დროს სახელმწიფო დეპარტამენტებისა და ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა გზის ჩაკეტვის შედეგად რეგიონებში არსებული ვითარება და პრობლემები წარმოადგინეს.

ნახეთ მეტი
Back to top button