მთავარიპოლიტიკა

დავით ბაბაიანმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნა აზერბაიჯანის მიერ გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით

არცახის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბაბაიანმა წერილი გაუგზავნა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩს, აზერბაიჯანის მიერ არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი გზის გადაკეტვის თაობაზე. “არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ იუწყება აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

https://armenpress.am/arm/news/1099549.html?

წერილში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია მთიან ყარაბაღში მცხოვრები 120 000-მდე ადამიანის ფუნდამენტური უფლება, მათ შორის ბავშვების, მოხუცების, შშმ პირების და ქალების.

ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანი  პატივს არ სცემს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებს, რომლებიც გარანტიას უწევს ყველას, მათ შორის კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა სიცოცხლის უფლების დაცვას, თავისუფალ გადაადგილებას და უსაფრთხოებას.

ამ კონტექსტში მას მოუწოდებენ:

– გამოიყენოს ევროპის საბჭოს მთელი ინსტრუმენტარიუმი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უკანონო და არაადამიანური ბლოკადის აღმოსაფხვრელად,

– ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას მოცემულ ტერიტორიაზე კონვენციის შემდგომი დარღვევების თავიდან ასაცილებლად,

– ორგანიზაციაში აზერბაიჯანის წარმომადგენლობის უფლებების შეჩერებას აზერბაიჯანის მიერ ევროპის საბჭოს წესდების მე-3 მუხლის დარღვევის გამო.

წერილის ასლები ასევე გაეგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ადამიანის უფლებათა კომისარს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს.

ნახეთ მეტი
Back to top button