ევროკავშირი დეკემბრის დასაწყისიდან შეშფოთებით ადევნებს თვალს ლაჩინის დერეფნის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
https://armenpress.am/arm/news/1099559.html?
“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის ვებგვერდზეა აღნიშნული.
ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება ლაჩინის დერეფნის გავლით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების შესაბამისად.
„თავისუფალი გადაადგილების მსგავსი შეზღუდვები ადგილობრივ მოსახლეობაში დიდ ღელვას იწვევს და ჰუმანიტარულ შეშფოთებას წარმოშობს.
სხვა პრობლემები მხარეებთან დიალოგისა და კონსულტაციის გზით უნდა გადაწყდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი იმეორებს თავის მოწოდებას თავშეკავებისკენ და მზად არის წვლილი შეიტანოს ზემოაღნიშნულ ძალისხმევაში.