პოლიტიკა

მიუღებელია მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნება. ნედ ფრაისი

მიუღებელია მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნება. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის მიერ არცახისთვის გაზის მიწოდების დაბლოკვაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

https://armenpress.am/arm/news/1099579.html?

„განსაკუთრებით მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერმა შეფერხებამ (და ჩვენ ვნახეთ ცნობები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეფერხების შესახებ) შეიძლება გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისი, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში. თუ ეს განზრახულადაა, მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის დამიზნება მიუღებელია“, – განაცხადა პრაისმა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაჩინის დერეფნის დახურვას შესაძლოა სერიოზული ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვეს. მან გაიხსენა Twitter-ზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც აშშ მოუწოდებდა აზერბაიჯანის მთავრობას აღადგინოს თავისუფალი მოძრაობა ლაჩინის დერეფნის გავლით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინსვლის გზა მოლაპარაკებებია.

ნახეთ მეტი
Back to top button