კულტურა

ჟანა ანდრეასიანი დაინიშნა სომხეთის გმკს მინისტრად

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებით, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ჟანა ანდრეასიანი დაინიშნა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის  პრეზიდენტის ბრძანებულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჟანა ანდრეასიანი ამ დრომდე იკავებდა სომხეთის გმკს  მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

12 დეკემბერს სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით ვაჰრამ დუმანიანი გაათავისუფლეს გმკს  მინისტრის თანამდებობიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button