საზოგადოება

სომხეთისა და საქართველოს რკინიგზები   შეთანხმდნენ    თანამშრომლობის ირგვლივ

რამდენიმე დღის წინ თბილისში “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორს დავით ფერაძესა და “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის”(სკრ)  გენერალურ დირექტორს ალექსეი მელნიკოვს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც კომპანიების 2023 წლის თანამშრომლობის გეგმები გამოიკვეთა. https://www.radar.am/hy/news/social-2541826495/

კერძოდ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიასთან სატარიფო პოლიტიკის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც დაწესდა მარცვლეულის, ლერწმის შაქრის, ცემენტისა და ცემენტის კლინკერის გადაზიდვის ტარიფები. შეიცვალა საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვის ტარიფებიც.

შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. განიხილეს ერევანი-ბათუმი-ერევნის მატარებლის მოძრაობის განრიგი  2023 წლის ზაფხულის პერიოდში, მხარეები შეთანხმდნენ ერევანი-ბათუმი-ერევნის საერთაშორისო სამგზავრო მატარებლის ყოველდღიური მოძრაობის განრიგის აღდგენაზე. 2023 წლის პირველ კვარტალში, გზაზე საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პროცედურების ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოსა და სომხეთის საბაჟო და მესაზღვრე ორგანოების მონაწილეობით, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზისა“ (სკრ)  და „საქართველოს რკინიგზის“ კომპანიების წარმომადგენლებს შორის გაიმართება კონსულტაცია.

2023 წელს ასევე იგეგმება სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე „ორიონ-2“-ზე გადასვლა ფუნქციონალური შესაძლებლობების დამატებით და სკრ-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მგზავრებისთვის ეს სერვისი უზრუნველყოფს ბევრ ახალ ფუნქციას, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი სისტემის მიმდინარე ვერსიაში.

ნახეთ მეტი
Back to top button