მთავარიპოლიტიკა

არცახის კრიზისი აზერბაიჯანის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგია  –  ფაშინიანი

ბოლო დღეებში მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მწვავე გახდა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, სადაც აზერბაიჯანის ლაჩინის დერეფნის დახურვისა და ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შედეგად არცახში შექმნილი ვითარება წარმოადგინა.

„ამ პროვოკაციული ქმედებების შედეგად მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ჩამოერთვა თავისუფალი გადაადგილების უფლება და ზამთრის ამინდის პირობებში ბინების გათბობა გაუჭირდათ. „ზამთრის ცივ პირობებში ათასობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები დარჩა გზებზე, ბევრი ოჯახი უნებლიეთ გაიყო და ბლოკადის სხვადასხვა მხარეს მოხვდა“, – აღნიშნა მან.

„120 000 ადამიანი ფაქტიურად მძევლად იქცა ალყის დროს. იმ სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა, რომლებიც გაზით თბებოდა  შეწყვიტეს მუსაობა,  რის შედეგადაც 22 000-მდე ბავშვს ჩამოერთვა განათლების უფლება. მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებას ჰუმანიტარული კრიზისის გარდა სხვანაირად ვერ ვუწოდებთ. უფრო მეტიც, ეს კრიზისი გამოიწვია  აზერბაიჯანის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობამ. როგორც უკვე არაერთხელ ითქვა, ლაჩინის დერეფნის დახურვა არის აზერბაიჯანის მხრიდან 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების პირდაპირი და უხეში დარღვევა, მარტივი დასაბუთება იმისა, რომ აღნიშნული განცხადების მეექვსე პუნქტის მიხედვით.  ლაჩინის დერეფანი  არის რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტროლის ქვეშ მთიან ყარაბაღში და აზერბაიჯანი უზრუნველყოფს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების გადაადგილების უსაფრთხოებას ლაჩინის დერეფნის გავლით“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button