მთავარისაზოგადოება

განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის შესაძლებლობები

საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში სრ ელჩის აშოტ სმბატიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ახალციხეში შეხვდა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ახალციხის მერი ირაკლი ლაზარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე.

https://www.radar.am/hy/news/social-2542013361/?

შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შორის დეცენტრალიზებული თანამშრომლობის შესაძლებლობა. შემდეგ საქართველოში სრ ელჩმა და ახალციხის მერმა ახალციხის თოჯინების თეატრის დარბაზში ადგილობრივი სომხების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე მათი მოადგილეების თანხლებით, სრ ელჩი ეწვია ახალციხის „არმათ“ ცენტრს, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის ეკლესიას და ეკლესიის მიმდებარედ მოქმედ „ვარდგეს სურენიანცის“ საგანმანათლებლო-კულტურულ-ახალგაზრდულ ცენტრს.

ახალცხის მუნიციპალიტეტში სრ ელჩის ვიზიტი სოფელ წღრუთში, საპონჯიანთა სახლში დასრულდა, სადაც ახალციხის სომხების სულიერმა მოძღვარმა მამა ჰაკობმა ამ სახლში დაცული IX საუკუნის ცნობილი სახარება წარმოადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button