პოლიტიკა

ვინ არიან აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები, რომლებმაც გადაკეტეს არცახ-სომხეთის დამაკავშირებელი გზა? ფონდი “თათოიანი”

აზერბაიჯანელი „ეკოლოგიური აქტივისტები“ , რომლებმაც არცახ-სომხეთის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს , პირდაპირ ფინანსდებიან  აზერბაიჯანის მთავრობის  ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული ორგანიზაციებისაგან.

ამ დასკვნამდე მივიდა სამართლისა და მართლმსაჯულების ფონდ „თათოიანში“ შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სადაც პროფესიონალურ ანალიზი ჩაუტარდა ფაქტობრივ მონაცემებს აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტების შესახებ, რომლებმაც გადაკეტეს არცახ-სომხეთის დამაკავშირებელი გზა,

ამის მიხედვით, ეკოაქტივისტების წარმომადგენელთა ორგანიზაციებს აფინანსებს აზერბაიჯანის მთავრობა, ზოგიერთ შემთხვევაში ჰეიდარ ალიევის ფონდი, რომელსაც ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის პირველი ვიცე პრეზიდენტი და პირველი ლედი, მეჰრიბან ალიევა.

გარდა ამისა, ანალიზი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანელი „ეკოლოგიური აქტივისტი ლიდერები“, რომლებმაც გადაკეტეს არცახი-სომხეთის გზა, სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, ფოტოებს, ანტისომხურ  გზავნილებს და პროპაგანდას ალიევების ოჯახის შესახებ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ისინი უზრუნველყოფენ აზერბაიჯანის მთავრობის პოლიტიკას.

მხოლოდ ერთი მაგალითი: ტელმან კასიმოვი, რომელიც „აქციის“ ერთ-ერთი ლიდერია, გზის ჩაკეტვის ადგილზე სომხურად მიმართავს, მოუწოდებს მათ ერთად იცხოვრონ, მაგრამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამაყად აქვეყნებს აზერბაიჯანელი იმ ჯარისკაცების ფოტოებს, რომლებიც  სომხეთის  დროშას ფეხით თელავენ.  ფაქტები ადასტურებს, რომ ის სინამდვილეში სომხების მოძულე ჯარისკაცია, სანდო წყაროების მიხედვით, სამხედრო სპეციალური დაზვერვის ოფიცერი, რომელიც ასევე აქტიურად ავრცელებს  აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამხედრო განცხადებებს.

სოციალურ ქსელებში ღიად აჩვენებს კავშირს ტერორისტულ-ნაციონალისტურ დაჯგუფება რუხი მგლებთან, ამაყად აქვეყნებს ფოტოს რამილ საფაროვთან, რომელმაც სომეხი ოფიცერი გურგენ მარგარიანი ნაჯახით მოკლა ძილში  და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი უნგრეთში.

აქციის სხვა „ლიდერების“ შემთხვევაშიც მსგავსი სურათი დავაფიქსირეთ, რომლის რეალური ინფორმაციაც ფოტოებზეა.

მაშასადამე, აბსოლუტური სიმართლეა იმის მტკიცება, რომ არცახის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გადაკეტვას და არცახის ალყაში მოქცევას არავითარი გარემოსდაცვითი დანიშნულება არ გააჩნია. ეს არის აზერბაიჯანის კრიმინალური პოლიტიკის ნაწილი არცახი სომხების განადგურების, მათი გარესამყაროსგან იზოლაციის, კიდევ ერთი მცდელობა, აღკვეთოს არცახი სომხების თვითგამორკვევის აბსოლუტური ლეგიტიმური უფლება საერთაშორისო წესების აბსოლუტური დარღვევით.

ნახეთ მეტი
Back to top button