პოლიტიკა

კრისტინა ქვიენი სომხეთში აშშ-ის ელჩად დაინიშნა

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კრისტინა ქვიენის დამტკიცებას აშშ-ის ელჩად სომხეთის რესპუბლიკაში.

კრისტინა ქვიენი 2019 წლიდან უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელია. 2016 წლიდან 2019 წლის აპრილამდე ეკავა პარიზში აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, საელჩოს ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველის თანამდებობები.

დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ტაილანდში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, რუსეთსა და ფილიპინებში. ქვიენი ასევე იყო აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროკავშირის, უკრაინისა და ბელორუსიის საქმეთა დირექტორი.

კალიფორნიაში დაბადებულ დიპლომატს აქვს ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში და მაგისტრის ხარისხი სტრატეგიულ კვლევებში.

სომხეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2019 წლის 19 თებერვლიდან იკავებს ლინ ტრეისი.

ნახეთ მეტი
Back to top button