მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოელ დიპლომატებს წარუდგინეს ლაჩინის დერეფნის დახურვით გამოწვეული ჰუმანიტარული მდგომარეობა

14 დეკემბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მნაცაკან საფარიანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვაჰე გევორგიანის შეხვედრა სომხეთში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან და საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

შეხვედრისას უცხოელ დიპლომატებს წარუდგინეს ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის, ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვით.

ლაჩინის დერეფნის გადაკეტა წინასწარ იყო დაგეგმილი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ და მიზნად ისახავს ჰუმანიტარული კრიზისის შექმნას მთიან ყარაბაღში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარის ქმედებები 2020 წ. 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების, კერძოდ მისი მე-6 პუნქტის უხეში დარღვევაა. ამ კონტექსტში, ხაზგასმული იქნა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ქმედებებზე მიზანმიმართული რეაგირების აუცილებლობა, როგორც მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კატასტროფისა და  არცახელი სომხების ეთნიკური წმენდის თავიდან აცილების საშუალება.

ნახეთ მეტი
Back to top button