მთავარიპოლიტიკა

ფრენკ პალონმა დაგმო აზერბაიჯანის მტრული ქმედებები მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანის მტრული ქმედებები მთიან ყარაბაღში გასაკიცხია. ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, კონგრესის სომხურ საკითხთა კომიტეტის თანათავმჯდომარე ფრენკ პალონმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„აზერბაიჯანის მტრული ქმედებები მთიან ყარაბაღში გასაკიცხია. აზერბაიჯანელების მიერ არცახის მოსახლეობას სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზის გადაკეტვა უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის“, – წერს პალონი.

პოსტთან ერთად ფრენკ ფელონმა ასევე წარმოადგინა აშშ-ის კონგრესის სომხურ საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარეების განცხადება, რომელიც გმობს აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს მთიან ყარაბაღში.

ადრეულ პოსტში პალონმა მოუწოდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს, მიიღონ ზომები სომეხი ტყვე ვიგენ ეულჯეკიანის და ყველა სომეხი ტყვეების სიცოცხლის დასაცავად. „აზერბაიჯანს ორ წელზე მეტია არალეგალურად ჰყავსტყვეობაში სომეხი სამხედრო ტყვე ვიგენ ეულჯექიანი. ალიევის რეჟიმმა გამოიჩინა არაადამიანური დამოკიდებულება მის მიმართ და ჩაიდინა ადამიანის უფლებების სხვადასხვა დარღვევა“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.

ნახეთ მეტი
Back to top button