პოლიტიკა

აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს ლაჩინის დერეფნის ბლოკირება  –  Freedom House

ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს მხარდაჭერა არაიძულებითი მოლაპარაკებების მიმართ. აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტოს ლაჩინის დერეფნის გადაკეტვა, რომელიც მთიანი ყარაბაღის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის Twitter-ის გვერდზე.

„ჩვენ გვაწუხებს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა კვლავ შეაჩერა მთიანი ყარაბაღის გაზის მიწოდება. „Freedom House“ მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას აღადგინოს უწყვეტი გაზის მიწოდება რეგიონის მცხოვრებლებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის ქვეყნებს და 2020წ. 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის მხარეებს მიიღონ  აუცილებელ ზომები  მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button