არცახის მოსახლეობა ამ დროისთვის ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა – ჰენრიხ მხითარიანი

სომხეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, საფეხბურთო კლუბ “ინტერის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა “ინსტაგრამის” “სთორის” განყოფილებაში ფოტოები გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა ლაჩინში შექმნილი ვითარებით.
„მთიან ყარაბაღში 30 000 სომეხი ბავშვის ბედი სასწორზე დგას. ორშაბათს აზერბაიჯანმა გადაკეტა არცახის სომხეთსა და მსოფლიოსთან დამაკავშირებელი გზა. ეს მათი სასიცოცხლო ერთადერთი გზაა, რომლითაც ხდება ყველა სახის ტვირთის გადაზიდვა, საკვებიდან მედიკამენტებამდე.
არცახის 120 000 მცხოვრები, მათ შორის 30 000 ბავშვი ალყაშია.
მეტიც, არცახის ცივი ზამთრის პირობებში, როდესაც ტემპერატურა ჩვეულებრივ 0-ზე დაბალია, არცახი მოკლებულია გაზმომარაგებას, რომლის ავტორიც აზერბაიჯანია. არცახის მოსახლეობა ამ დროისთვის ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას“, – ნათქვამია თავის პოსტში.