
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს: „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის შედეგად მთიან ყარაბაღში 120 000 ადამიანი მძევლად იქცა. სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა შეწყვიტეს მუშაობა. 22 000 ბავშვი მოკლებულია განათლების უფლებას“.