მთავარიპოლიტიკა

ჩვენ ნებას ვერ დავრთავთ  აზერბაიჯანს, გააგრძელოს ძალადობისა და მუქარის პოლიტიკა  – ევროკავშირის  დეპუტატებმა მიმართეს მიშელს და ბორელს

ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფმა გაუგზავნა წერილი ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ჟოზეპ ბორელს, სადაც მოუწოდებენ მკაფიო ნაბიჯების გადადგმას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„არმენპრესის“ ცნობით წერილში დეპუტატები პიტერ ვან დალენი, ფრანსუა-ქსავიე ბელამი, ლარს პატრიკ ბერგი, ფრანსუა ალფონსი, ფაბიო მასიმო კასტალდო და ანდრეი კოვაჩევი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელებმა სომხეთის რესპუბლიკასა და  მთიან ყარაბაღს შორის გამავალი გზა გადაკეტეს,  რითაც 120 000 სომეხი მოსახლეობა  დე ფაქტო ბლოკადას დაექვემდებარა და მათი  თავისუფალი გადაადგილების უფლება დაირღვა.

„ეს ასევე გულისხმობს, რომ სასწრაფო დახმარება და საკვების მარაგი  მთიან ყარაბაღამდე  ვერ აღწევს.

თუ ეს ვითარება გაგრძელდა, ეს გამოიწვევს გარდაუვალ ჰუმანიტარულ კატასტროფას საშინელი შედეგებით. მიუღებელია, რომ გარემოსდაცვითი ქმედებების საფარქვეშ აზერბაიჯანული მხარე არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივ დეკლარაციას, კერძოდ, მის ვალდებულებას უზრუნველყოს მოქალაქეების, მანქანებისა და სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით  ლაჩინის დერეფნით“, – აღნიშნეს ეკ  დეპუტატებმა.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2020 წლის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანული მხარე სხვადასხვა საშუალებებით უქმნის რთულ პირობებს მთიანი ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას, იყენებს  სამხედრო პროვოკაციებს,  ფსიქოლოგიურ საფრთხეებს, ცივ ზამთარში გაზის მიწოდების შეფერხებას.

ჩარლზ მიშელსა და ჯოზეფ ბორელს მიმართავენ დეპუტატები და აღნიშნავენ: „მოვუწოდებთ ევროკავშირს გამოიყენოს თქვენი უფლებამოსილება, რათა გადადგას მკაფიო ნაბიჯები და უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის მკვიდრი სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება. ჩვენ ვერ დავუშვებთ აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის პოლიტიკის შემდგომ გაგრძელებას“.

ნახეთ მეტი
Back to top button