მთავარიპოლიტიკა

„აზერბაიჯანელებმა ვერ გაიგეს, რომ ეს ბლოკადა გვაძლიერებს“:  შეხვედრა მარტუნში

არცახის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, ეროვნული ასამბლეის ყველა ფრაქციის წარმომადგენლებთან ერთად  დღეს მარტუნის რაიონს ეწვია და მოსახლეობას შეხვდა არტურ აღასიანის სახელობის კულტურის სასახლეში.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან კომუნიკაციის მნიშვნელობას  არცახისთვის  ამ მძიმე და კრიტიკულ ვითარებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანების გარდა სხვა გზა არ არსებობს.  ამიტომაც ეს შეხვედრები ეროვნული ასამბლეის ყველა ფრაქციის წარმომადგენლებთან ერთობლივად ჩატარდა,  რათა თვალხილული ყოფილიყო  არცხის მთავრობისა და პარლამენტის ერთსულოვნება.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა და დეპუტატებმა ძირითადად მოისმინეს მოსახლეობის შეშფოთება, უპასუხეს მათ მრავალ კითხვას, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა არცხის უსაფრთხოებას, სუბიექტურობას, აზერბაიჯანის ბლოკადის შედეგად შექმნილ ვითარებას და მისი დაძლევის გზებს. „მათ ვერ გაიგეს, რომ ეს ბლოკადა გვაერთიანებს და გვაძლიერებს. არ ესმით, რომ ძალა მოგვცეს. ამ ბლოკადის წყალობით მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია გვერდიგვერდ ყოფნა. არის დაგეგმილი ნაბიჯები, მიმდინარეობს მუშაობა, როგორც ხილული, ასევე უხილავი“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ბლოკადით გამოწვეული პრობლემების დაძლევა მხოლოდ ორგანიზებულობითა და დისციპლინით არის შესაძლებელი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება და თვითონ პირადად  ყველაფერს გააკეთებენ  გამჭვირვალედ მუშაობისა და ხალხის რწმენისა და ნდობის აღსადგენად. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დაარწმუნეს, რომ არ აპირებენ თავი დაუხარონ სიძნელეებს და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ სამშობლოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ნახეთ მეტი
Back to top button