მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის ნაბიჯები პროგნოზირებადია: მათი განხორციელების გზები საერთაშორისო მექანიზმებით უნდა იქნას შეჩერებული

აზერბაიჯანის პოლიტიკა არცახის რესპუბლიკის, ქვეყნის მოსახლეობისა და სომეხი ერის წინააღმდეგ არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, აქ ამ დანაშაულის ყველა ელემენტია წარმოდგენილი, – განაცხადა „რადიოლურთნ“ საუბრისას  ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდრ ერლანგენის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა ასოცირებულმა პროფესორმა,  სომხეთ-გერმანიის იურისტთა კავშირის პერზიდენტმა გურგენ პეტროსიანმა.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის აზრით, გზის გადაკეტვით, სამხედრო ტყვეების წამებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული უკვე არსებობს და სწორედ ამის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკამ უნდა მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს საკითხი გენოციდის კონვენციის ფარგლებშიც შეიძლება განიხილებოდეს, მაგრამ ამისთვის სათანადოდ უნდა იქნას შეგროვებული არსებული საჭირო მტკიცებულებები 2020 წლის 44-დღიანი ომიდან დაწყებული, თუნდაც ამაზე ადრეც.

სომხეთ-გერმანიის იურისტთა კავშირის პერზინტი აცხადებს, რომ საერთაშორისო სამართლის ინსტრუმენტარიუმი საკმარისია, საერთაშორისო სასამართლოს განცხადებებით გადატვირთვას სომხური მხარისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

„როდესაც იქმნება სიტუაცია, სადაც ხალხს ან დაცულ ჯგუფს საკუთარი თავის ამოწურვის   ან მისი არსებობის შეწყვეტის საფრთხე ემუქრება, მაშინ ეს ასევე შეიძლება ჩაითვალოს გენოციდად, აქ საჭიროა მტკიცებულებებით შეფასდეს განზრახვის ხარისხი.   გაზმომარაგების შეწყვეტა, საკვების წყაროზე მიუწვდომლობა, ბლოკადა, ყოველივე ეს  არსებობის შეწყვეტის საფრთხეა, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სომხურ მხარეს შეუძლია გენოციდის განზრახვის საკითხის წინ წამოწევა. ტერმინი „გენოციდი“  საკმაოდ რთული დანაშაულია, ამისთვის აუცილებელია არსებობდეს დანაშაულის განზრახვა, განზრახული იყოს რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ ეროვნული ჯგუფის ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურება“, – ამბობს გურგენ პეტროსიანი.

იურიდიული მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი სომხური მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენების თვალსაზრისით დაგვიანებულად თვლის, აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით ვმოქმედებთ „პოსტ-ფაქტის“ ფორმატში, მხოლოდ პრევენციულ ქმედებებს მივმართავთ ფაქტის დადგომის შემდეგ. მაშინ, როცა აზერბაიჯანული მხარის ნაბიჯები პროგნოზირებადია, სომხური მხარე წინ უნდა უსწრებს მათი  განხორციელების საშუალებებს, უნდა უკეტავდეს  ყველა გზას და დაუყოვნებლად ამოქმედებდეს საერთაშორისო მექანიზმებს.

ნახეთ მეტი
Back to top button